ბერლინში, ბრანდერბურგის კარიბჭესთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "გზის" ორგანიზებით, ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით აქცია გამართეს. ამბობენ, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არაა და "ქართული ოცნება" ქვეყნის ევროპული მომავლის მიტაცებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ, არჩევნებში, ცესკო-ს ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" 54% აიღო.