კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

COVID- 19 ყვარელში ერთ- ერთ ადგილობრივს დაუდასტურდა. ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება და ინფიცირებულის კონტაქტებს სწავლობს.

ინფექცია დაუდასტურდა ლაგოდეხში  მცხოვრებ ერთ ადამიანსაც. შემთხვევა აჭარის კლასტერს უკავშირდება და ის სტუმრად ჩამოსული ოჯახის კონტაქტია. 

დაინფიცირებულებს კლინიკაში დღესვე გადაიყვანენ.

კახეთის რეგიონში სულ 45 კოვიდინფიცირებული პაციენტია.

ქვეყანაში კი ბოლო 24 საათში 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26-ე პაციენტი.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი