ცესკო: "ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟის ობსეტურ ქაღალდზე"

გამოქვეყნდა:

ცესკო ამტკიცებს, რომ საარჩევნო ბიულეტენები სქელი იყო და გავრცელებული ინფორმაციები, რომ ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, მანიპულაციაა:

"საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული მხარეები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ. სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო და ფოტო ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც მათი გამვრცელებლების მოსაზრებით, წარმოადგენს საარჩევნო პროცესში არასწორი ჩარევის ან ხმის ფარულობის წინასწარი განზრახვით დარღვევის ფაქტებს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟის ობსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები", - აცხადებენ ცესკო-ში. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი