წალენჯიხის სოფელ მედანში 55 წლის კაცმა 60 წლის ძმა სანდირო თოფით დაჭრა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გასროლა შორი მანძილიდან მოხდა და კაცი მუცლის არეში მსუბუქად დაიჭრა.  

როგორც ირკვევა, ინციდენტი ყოფით ნიადგზე, ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო. 

სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.


ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი