პოლიციამ მარნეულის №69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და კიდევ 1 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

პოლიციამ, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს, მარნეულის №69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე 2 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა რ.ი [მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი] და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.

აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი