
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. ეპარქიის Facebook-გვერდზე წერია, რომ ინფიცირებულია ტაძრის მესანთლე, რომელიც გასულ დღეებში თბილისიდან დაბრუნდა. რაც შეეხება ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს, მას კოვიდტესტირება ხვალ ჩაუტარდება.
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. განვმარტავთ, რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის. მიტროპოლიტი ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე"
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 62 ადამიანი, გარდაიცვალა - 1. 259 ახალი შემთხვევიდან კი 15 ინფიცირებული სწორედ სამეგრელო-ზემო სვანეთიდანაა.