აფგან სადიგოვს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე დღეს ა მის მიმართ პატიმრობის გაგრძელების საკითხზე იმსჯელეს. სადიგოვი და მისი ადვოკატები ითხოვდნენ საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებას და მის ნაცვლად,  სანდო და ცნობილი ქართველი ჟურნალისტებისა და მედია რედაქტორების თავდებობის, ან გირაოს გამოყენებას, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

"მე არასდროს ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული, უბრალოდ ალიევს [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ვაკრიტიკებდი და ვამხელდი მის დანაშაულებს.
აზერბაიჯანში არის ყველაზე დიდი ნარკომოვაჭრე, რომელსაც მთავრობის წევრები ეხმარებიან. მათ 2012 წელს საქართველოში 3 ტონა ჰეროინი წითელი ხიდიდან შემოიტანეს. 4 ტონა დაღესტანში გადაიტანეს და მოსკოვის მიმდებარე ქალაქებსა და ციხეებს ნარკოტიკით უზრუნველყოფენ.
ამის შესახებ ხუთი სიუჟეტი მოვამზადე, შემდეგ დამემუქრნენ და მითხრეს, რომ კრემლში მეგობრები ჰყავდათ, შემომთავაზეს თანხა და თუ უარს ვიტყოდი, როგორც მითხრეს, გამანადგურებდნენ", - განაცხადა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სასამართლო დარბაზში.

აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორი საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა. პოლიციამ ის 3 აგვისტოს დააკავა და მას შემდეგ  გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. აფგან სადიგოვმა 21 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში, შიმშილობა დაიწყო. 

სადიგოვის საქმე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი