
26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა.
"ჩვენ გვესმის, აკრძალვა იქნება გარკვეული დისკომფორტის გამომწვევი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ დიდი ხანი არ დაგვჭირდება ამ შეზღუდვის გამოყენება, რადგან ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ეპიდემია პრაქტიკულად მიდის სტაბილიზაციისკენ" - ამბობს გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ აჭარისათვის ახალი შეზღუდვები დღეს დააწესა. ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, რესტორნები კი 22:00 საათზე დახურება.
ცნობისთვის, შეზღუდვების დაწესება აჭარის გართულებულმა ეპიდსიტუაციამ გამოიწვია. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 259 დადასტურებული შემთხვევებიდან ინფიცირების 164 ახალი შემთხვევა სწორედ აჭარაში გამოვლინდა.