მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარში ბიძაშვილმა ბიძაშვილი, 1963 წელს დაბადებული თ.დ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, დავა ყოფით ნიადაგზე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული კ.დ. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი