პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერები აცხადებენ რომ არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პერსპექტივები, მათ შორის, ხელოვნურადაა დაჭერილი ლარის კურსი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით.
"ხელისუფლების მიერ, არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში, მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პერსპექტივები, რაც უარყოფითად აისახება თითოეული ოჯახის სოციალურ პირობებზეც. არჩევნების გაყალბების შედეგად, ქართული ოცნების მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც. ოცნების ძირგამომთხრელი პოლიტიკის შედეგად ქვეყანას 300 მილიონი დოლარის მხარდაჭერა შეუწყდა. ეს ქმნის ქვეყნის ფინანსური იზოლაციისა და სანქციების რისკებს, რომლის გავლენას და რომლის გავლენის გადატანასაც ქვეყნის ეკონომიკა ვერ შეძლებს" განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213. მილიონი დოლარზე მეტი გაყიდა.