თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის მიცემის იმიტაცია მოხდება, რათა შემოწმდეს იყო თუ არა ხმის მიცემის ფარულობა დაცული | მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

გამოქვეყნდა:

თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში, დღევანდელ სხდომაზე, არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა გაგრძელდება. იმის გასარკვევად იყო თუ არა არჩევნების დღეს ფარულობა დარღვეული სხდომაზე მოხდება ცესკო-დან გამოთხოვილი ხმის მთვლელი აპარატის, ბიულეტენის, ჩარჩო კონვერტისა და მარკერის გამოკვლევა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა. მისი თქმით თუ დამტკიცდა რომ ფარულობა დარღვეული იყო, შეიძლება თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტის არჩევნების ბათილობის საკითხი დადგეს.

"მე თვითონ, ჩემი ინიციატივით გამოვითხოვე ყველა მტკიცებულება, მათ შორის, გამოვითხოვე ცესკო-დან ხმის დამთვლელი აპარატი, გამოვითხოვე ბიულეტენები, მარკერი, ჩარჩო კონვერტი, რომ სასამართლომ სხდომის დარბაზში რეალურად, საზოგადოების თვალწინ, შეამოწმოს, იყო თუ არა არჩევნების დღეს ფარულობა დარღვეული. ყველას ინტერესია, რომ გავარკვიოთ. მესმის, რომ სასამართლოს ნდობა ისეა შერყეული, არავის სჯერა მისი, მაგრამ ეს ხომ ყველასთვის ცუდია, რაღაც ხომ უნდა დამთავრდეს?! არცერთი პოლიტიკური პარტია ამით არ ინტერესდება, მხარეებს ეს მტკიცებულებები ვერ მოაქვთ და სასამართლომ თავად გამოითხოვა, მე ავიღე საკუთარ თავზე.

დღეს ტარდება მნიშვნელოვანი პროცესი, სადაც იქნება ხმის მიცემის იმიტაცია, რათა სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფმა ყველა მოქალაქემ, ვიდეო - აუდიო მონაცემები გადაამოწმოს, იყო თუ არა ხმის მიცემის ფარულობა დაცული. ასევე, უბნებზე რაც დარღვევები და შედეგები იყო, საკუთარი თვალით შეხედოს. ეს სასამართლოს არასდროს გაუკეთებია, რომ არჩევნების იმიტაცია გამართოს სასამართლო სხდომის დარბაზში. თუ დამტკიცდა რომ ფარულობა დარღვეული იყო, შეიძლება თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტის არჩევნების ბათილობის საკითხი დადგეს. დღეს სხდომათა დარბაზში მყოფ ყველა მოქალაქეს თავად მოვაკიდებინებ ხელს მარკერებსა და ბიულეტენებზე, თავად ნახავენ შედეგს,"- განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი