ქუთაისის სააპელაციოში, საიას საარჩევნო დავების ერთ-ერთი განმხილველი მოსამართლე ვაჟა სირაძის მამაა

გამოქვეყნდა:

დასავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. საქმის განხილვა დაიწყება დღეს, 16:00 საათზე.  საიას ცნობით, ერთ-ერთი მოსამართლე, ვინც საჩივრებს განიხილავს შოთა სირაძეა.

შოთა სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის მამაა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: ზაზა რამიშვილი (მომხსენებელი), ხათუნა ხომერიკი და შოთა სირაძე. პროცესი ამ წუთებში იწყება. 
 


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი