პატიმართა ოჯახის წევრები და ადვოკატები გლდანის ციხის უფროსს უპირისპირდებიან. ისინი აქციების გამართვასაც აანონსებენ და სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში გაუპატიურების მუქარაზე საუბრობენ. პატიმარ შენგელი ჭეჭვაძის მეუღლისა და ადვოკატის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პატიმარს გაუპატიურებით ციხის უფროსი დაემუქრა, რა დროსაც თანამესაკნის გადასარჩენად და პროტესტის ნიშნად ჭეჭვაძემ თვითდაზიანება მიიყენება, მან ხელები დაისერა.
შენგელი ჭეჭვაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს. მისი თქმით, ციხის უფროსი ქინქლაძე პატიმრებთან ამბობს, რომ წულუკიანთან და ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
საკანში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქინქლაძე, ბიჭები საუბობდნენ ჩაის თემაზე, რაც არ მოეწონა და უთხა, რომ იქვე შეეძლო მათ თვალწინ ახალგაზრდა გაეუპატიურებინა. ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ მე სხვა გზა არ მქონდა, მივმართე ამ ხერხს, დავისერე ვენები, - ამბობა მაია ჭეჭვაძე.
პატიმრის ოჯახის წევრები მინსტრ თეა წულუკიანს მოუწოდებენ დაინტერესდეს ამ საკითხით და კითხვებს პასუხი გასცეს.
შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მერვე დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარს ხელები დაუსერეს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. ინფორმაციას "სიცრუე" უწოდა და განმარტა, რომ ერთ საკანში მყოფმა სამმა პატიმარმარმა თვითდაზიანებები მეტლახის ნატეხით თავად მიიყენეს. პატიმრის ოჯახის წევრებმა რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართეს.