"ვისაუბრე იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი საჯაროდ ვსაუბრობთ" | ლონდა თოლორაია გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია  მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. თოლორაია პროკურატურაში იყო დაბარებული არჩევნების შესაძლოა გაყალბების საქმის "გამოძიების" ფარგლებში, თუმცა თოლორაიამ გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან მოითხოვა:

"შეკითხვები შეეხებოდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. მე მივაწოდე მათ ინფორმაცია როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე თავად კენჭისყრის დღეს. ანუ, ვისაუბრე იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი საჯაროდ ვსაუბრობთ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ასობით წარდგენილი საჩივარი ცესკოში, მტკიცებულებებია ასობით ვიდეოდან ფოტო-ფაილი, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული, მტკიცებულებებია ასობით დამკვირვებლის მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისად ნების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების გაყალბების დანახვა თვალსაჩინოა" თქვა გამოკითხვის შემდეგ ლონდა თოლორაიამ. 

მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხავენ დღეს "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნათია მეზვრიშვილსაც, რომელიც   მოსამართლეს  არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი