ცესკოს თქმით, მოსამართლე ხუჭუა მიკერძოებულია, რადგან მისი ცოლი კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაპირდა, სქრინები დაურთეს საქმეს | ქურდოვანიძე

გამოქვეყნდა:

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ამ დრომდე არ იციან მოსამართლეთა ვინაობა, ვინც 2 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე საარჩევნო დავებს განიხილავს. 

როგორც ქურდოვანიძე წერს, განიხილება თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაც, რომელიც ცესკომ გაასაჩივრა და ამტკიცებს, რომ მოსამართლე ხუჭუა მიკერძოებული იყო:

"ველოდებით 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში ფარულობის უფლების დარღვევაზე გაერთიანებული საქმის დაწყებას. 
მოსამართლეების შემადგენლობაც კი ბოლო წუთამდე არ ვიცით.
თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება. საარჩევნო ადმინისტრაცია ითხოვს, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო, რადგან მისი ცოლი სოციალურ ქსელებში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაპირდა. პოსტების სქრინები დაურთეს საქმეს.
ასევე ითხოვენ, რომ ჩატარებული ექსპერიმენტი, სხდომაზე დათვალიერებული ბიულეტენები მტკიცებულებად არ ჩათვალონ და ამორიცხონ საქმიდან." წერს ქურდოვანიძე

შეგახსენებთ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი