დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს

გამოქვეყნდა:

დღეიდან, 25 სექტემბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. ხვალიდან კი საქალაქათაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდება.

შეზღუდვები ეხება რესტორნებსაც, რომლებიც მხოლოდ საღამოს ათ საათამდე იმუშავებენ. სკოლაში სწავლება კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქით, შეზღუდვები მინუმუმ 2 კვირა გაგრძელდება. რეგიონი კი მხოლოდ მაშინ ჩაიკეტება თუ ეპიდემია უკონტროლო გახდება.

შეზღუდვები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება  რეგიონში გართულებული ეპიდსიტუაციის გამო მიიღო. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 259 დადასტურებული შემთხვევებიდან ინფიცირების 164 ახალი შემთხვევა სწორედ აჭარაში გამოვლინდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი