ლაგოდეხში, სოფელ კაბალში სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის სავარაუდო მოტივი შურისძიებაა - ცნობილია, რომ თანასოფლელებს შორის რამდენიმე დღის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დღეს კი ერთ-ერთმა მათგანმა თანასოფლელის სახლს რამდენჯერმე ესროლა.
ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები მუშაობენ.
ავტორი: ია გულიაშვილი