კორონავირუსის 265 ახალი შემთხვვეიდან 165 აჭარიდანაა, 43 თბილისიდან - მარინა ენდელაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 265 შემთხვევიდან 165 აჭარიდანაა.

რეგიონების მიხედვით კვლავ ლიდერობს აჭარა 165 ახალი შემთხვევით, იმერეთში 27, კახეთში 6, თბილისში 43 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, სამცხე-ჯავახეთში 4, ქვემო ქართლში 3 და შიდა ქართლში 2, - თქვა მარინა ენდელაძემ.

ენდელაძის განცხადებით, მატება განსაკუთრებულად დიდი არაა. ამჟამად 3 000-მდე აქტიური ქეისია რომელთაგან კრიტიკულად მძიმე 17-ია.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 4 664;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 759;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 26;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 390;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი