საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. პაციენტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 4 664;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 759;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 26;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 390;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი