
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირისგან გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის კაცია. ის ბათუმის "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" 20 სექტემბერს შეიყვანეს.
პაციენტი საავადმყოფოში შეყვანილ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდ უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა, - წერია განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.