იუსტიციის საბჭო ხელოვნურად ქმნის მოსამართლეთა დეფიციტს, სისტემა უსამართლოდაა გადანაწილებული - ჯანეზაშვილი

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სამსამართლოში ამჟამად 109 ვაკანტური ადგილია და იუსტიციის საბჭოს კლანური მმართველობა ხელოვნურად ქმნის მოსამართლეთა დეფიციტს. 

სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ ის არ არის დამოუკიდებელი, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქმეთა გაჭიანურება. დღეს სისტემაშია 109 ვაკანსია. იუსტიციის საბჭო, ე.წ. კლანი ხელოვნურად ქმნის ამ მდგომარეობას. სისტემაში მოსამართლეები არასამართლიანად არიან გადანაწილებულები, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

ამასთან, ჯანეზაშვილი საუბრობს ვაკანტური ადგილებისათვის ბიჯეტში გამოყოფილ შესაბამს თანხებზეც, რომლებიც არამიზნობრივად იფლანგება. 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი