19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვნების პროცესი ამ წუთებში ისევ მიმდინარეობს, სრულწლოვნების კი გადაიდო.
არასრუწლოვნების სასამართლო სხდომაზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ვახო ახვლედიანი გამოკითხეს, მან სასამართლოზე მიცემული ჩვენებები დაადასტურა. დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, პირველი და მესამე ჩვენებები ერთმანეთის გამომრიცხავია, პროკურორი კი ამბობს, რომ ამირხანაშვილის ჩვენებით დასტურდება კონკრეტულ პირთა ბრალეულობა.
რაც შეეხება 11 სრულწლოვანის პროცესს, წინასასამართლო სხდომა გადაიდო. დაცვის მხარის ადვოკატებმა მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენეს. მათი პროცესი ორშაბათს განახლდება.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.
მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს - ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.