კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის მოქალაქის მკვლელობისთვის ბოდიშს იხდის

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზდენტ მუნთან გაგზავნილ წერილში საჯარო მოხელის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა. პრეზიდენტის აპარატის ცნობით, წერილში კიმმა მომხდარს სამარცხვინო უწოდა და მწუხარება გამოთქვა „სამხრეთ კორეელი ხალხისა და პრეზიდენტის იმედების გაცრუებისთვის“.

წერილს თანდართული ჰქონდა გამოძიების შედეგებიც, სადაც აღწერილი იყო მკვლელობის დეტალები, თუმცა, დეტალებზე მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.  

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის 47 წლის მოქალაქე ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ბატალიონთან 10 გასროლით მოკლეს, მისი ცხედარი კი დაწვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი