საქართველოს მოსახლეობის თითქმის 14 % საარსებო შემწეობის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოსახლეობის თითქმის 14 % საარსებო შემწეობის მოლოდინშია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს. ყველაზე მეტი ადამიანი სოციალურ დახმარებას თბილისში ელოდება. 

ირკვევა, რომ აგვისტოს მონაცემებით, დედაქალაქში მცხოვრები 100 ათასზე მეტი ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს.

რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი ადამიანი სოციალურ დახმერებას იმერეთში, სამეგრელო ზემო სვანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში ელოდება. 

მოსახლეობა ამბობს, რომ თვიდან თვემდე სოციალური შემწეობა და პენსია საარსებოდ საკმარისი არ არის და რეალურად, საჭირო პროდუქტების შეძენასაც ვერ ახერხებენ. 

ლარის კურსი კი გაუფასურებას განაგრძობს და პროდუქტებზე ფასები იმატებს. ხელისუფლების წარმოადგენლები ამბობენ, რომ კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მხოლოდ პანდემიას უკავშირებენ. ხოლო პროდუქტებზე ფასის მატებას ბაზარზე არსებული ვითარებით ხსნიან.

ცნობისთვის, 1 აშშ დოლარი - 3,3332 ლარი ღირს; 1 ევრო - 3,8812 ლარი.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი