გორის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - 2 ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ცნობისთვის, 2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების საერთო რაოდენობა 1085-ია.