გლდანის ციხის პატიმრები ადმინისტრაციის უფროსს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. მსჯავრდებულები ამბობენ, რომ ნასვამი ნოდარ ქინქლაძე საკანში შევიდა და პატიმრებს გაუპატიურებით დაემუქრა.
მთავარმა არხმა მოიპოვა ერთ- ერთი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, სადაც მსჯავრდებული გამაოგნებელ ფაქტებს ყვება.
უკვე მესამე დღეა სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებასთნ ერთ-ერთი პატიმრის მეუღკე დგას და ითხოვს, მისი ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა აცნობონ.
ერთ-ერთი პატიმრის დედა ყვება, რომ შვილი მას თავად დაუკავშირდა და უთხრა, რომ სექსუალური ძალადობის თავიდან აცილების მიზნით საკანში მყოფმა ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა.
გლდანის ციხესთან დღეს პატიმრის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტზე ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საუბრობს. თქმით ციხის უფროსს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები მფარველობენ.
მომხდარის დეტალების გარკვევა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის ოფისმა.
პენიტენციურ სამსახურში შესაძლო ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია არ აქვთ და გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებენ.