ცოლზე ძალადობა თიანეთში | ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ქმარი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ცოლზე ძალადობა თიანეთში - როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შეატყობინეს, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ქალის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. 24 წლის ქალი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს პრესსამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო მოძალადე კი დაკავებულია. 

შეგახსენებთ, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზეც - 116 006. კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.
 

 

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი