296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარიდანაა, 55 იმერეთიდან, 41 თბილისიდან - ენდელაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 296 შემთხვევიდან 166 აჭარიდანაა.

ყველაზე მეტი რაოდენობა ისევ გახლავთ აჭარაში - 166 პაციენტი, იმერეთში 55, თბილისში 41, სამეგრელო-ზემო სვანეთში 18, გურიაში 9, ქვემო ქართლში 3, სამცხე-ჯავახეთში 1, კახეთში 1, - თქვა მარინა ენდელაძემ.

აქტიური ქეისებიდან მძიმე მდგომარეობაში 19 პაციენტია, მათგან 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 4 960;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 819;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 26
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 390
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი