ავტოსაგზაო შემთხვევა ვაზისუბანში - ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და აფეთქდა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.