თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ისაკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.