საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 28-ე ინფიცირებული გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 59 წლის ქალია - ის რამდენიმე დღის წინ სამკურნალოდ ბათუმიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, პაციენტს თანმდევი დაავადებები და ორმხრივი პნევმონია ქონდა.
რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 59 წლის ქალბატონი, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. თანმხლები დაავადებების გამო მისი გადარჩენა ვერ მიხერხდა, - თქვა მაღლაფერიძემ.
აქვე, ქუთაისში ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა სამია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.