ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო.

პროცესი დღეს, 21 ნოემბერს, 16:30 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა 22 ნოემბრის 16:00 საათამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი