მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბრის დილას, აქციის დროს დაკავებულ მათე დევიძეს, რომელსაც საგამოძიებო ორგანო პოლიციელებზე თავდასხმას ედავება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარე 2000 ლარიან გირაოს ითხოვდა თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, მათე დევიძე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს რამდენიმე სხვა პირთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ. 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით მუხლი შეიცვალა და ამჟამად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: Netgazeti.ge