კარდენახში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

სოფელ კარდენახში 2 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ჯერჯერობით დაუდგენელია, მონაწილეობდა თუ არა მესამე პირი მკვლელობაში. ადგილობრივების ვერსიით დაპირისპირებულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა.  

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. თანასოფლელების განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება მხარეებს შორის აქამდეც არაერთხელ მოხდა, ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასაც. თუმცა რა რეაგირება ჰქონდა წარსულში მომხდარ შემთხვევებზე პოლიციას, უცნობია.

დღეს მომხდარი მკვლელობის შემდეგ კრიმინალური პოლიცია მუშაობდა არა მხოლოდ შემთხვევის ადგილზე, არამედ  მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი