თურმე ერთპიროვნულ სააკაშვილს არ სურს პროპორციული, მაგრამ ენმ მხარს უჭერს ასეთ სისტემას; ეს ალოგიკურია - წიკლაური

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნუგზარ წიკლაური ფიქრობს, რომ "ევროპული საქართველოს" ბრალდებები, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემას, უსაფუძვლოა.

აქვე, დღეს "მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარი დებატები" "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის გამოდიოდა ოპოზიციური კოორდინაციის წინააღმდეგ, პროპორციული სისტემის წინააღმდეგ, ის თავს დაესხა გიორგი ვაშაძეს და დაუყენა კანდიდატი ისანში. 

წიკლაური კახიძის საპასუხოდ ამბობს, რომ ენმ მხარს უჭერს მსგავს სისტემას და ალოგიკურია ვიფიქროთ, რომ პარტიის ლიდერი, სააკაშვილი პროპორციულის წინააღმდეგია. 

თურმე, სააკაშვილს არ სურს პროპორციული სისტემა, მაგრამ ენმ-მ მაინც დაუჭირა პროპორციულს მხარი; თურმე, ერთპიროვნულ სააკაშვილს არ სურდა გაერთიანება, მაგრამ ენმ-მ მაინც დაუჭირა გაერთიანებას მხარი. ამიტომ "ევროპული საქართველოს" ბრალდებები უსაფუძვლოა და სამწუხაროა, რომ ის ლაპარაკობს "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებებზე, ნაცვლად იმისა, ხაზი გაუსვას, რით განირჩევა მმართველი ძალისგან - ამბობს წიკლაური "მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარი დებატები".

ცნობისთვის, "ევროპულმა საქართველომ" 6 სექტემბერს ამომრჩეველს გაუაზიარა ბუკლეტი, რომელშიც ჩამოწერილია, რით განსხვავდება პარტია, ერთი მხრივ, "ნაციონალური მოძრაობისგან", მეორე მხრივ კი, "ოცნებისგან".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი