"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც თავს ესხმის ოპოზიციურ პარტიებს. ამის შესახბე მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა.
კახიძის თქმით, მიხელ სააკაშვილის პროპორციული სისტემის წინააღმდეგი იყო.
მის სიტყვას დიდი ხანია ფასი არ აქვს.... მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ასე ისროლოს ბრალდება და შემდგომ მოდიან კომენტარებზე ჟურნალისტები, გვთხოვენ ამ საკითხზე კომენტარს და შემგომ, ჩვენ ვაფასებთ მის ამა თუ იმ განცხადებას. ეს ხდება ყოველთვის არა, მაგრამ ხდება ხოლმე. მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის გამოდიოდა, მათ შორის ამ ოპოზიციური კოორდინაციის წინააღმდეგ, პროპორციული სისტემის წინააღმდეგ, ის თავს დაესხა გიორგი ვაშაძეს და პირდაპირ დაუყენეს კანდიდატი ისნიში და დაარღვიეს ეს ოპოზიციური მნიშვნელოვანი შეთანხმება, - თქვა ოთარ კახიძემ
ოთარ კახიძე გადაცემაში ასევე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის 9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ არის სადღეგრძლეო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ოთარ კახიძის საპასუხოდ - კახიძეს ჰკითხრა, თუ რომელია მიხელ სააკაშვილის 9 - ნაჯიბი სამართლიანობისკენ, სადღეგრძელო. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სადღეგრძლეო არ არის, ის, რომ გენერალური პროკურორი სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით უნდა არიჩეს და საპტრულო პოლიციის უფროსი დამოუკიდებელი უნდა იყოს მინისტრისგან... თუმცა ოთარ კახიძე მაინც ამბობდა, რომ მიხელ სააკაშვილის 9 ნაბიჯის სამართლიანობისკენ - ტექსტი არის სადღეგრძელო.
გადაცემის დასრულებამდე ოთარ კახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ენმ-ს და სააკაშვილის სიტყვას - ფასი არ აქვს.
ცნობისთვის, ამავე გადაცემაში თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ "ევროპულ საქართველოს" იდენტობის პრობლემა აქვს, ვერ გაუგიათ, მიშას ებრძვიან, თუ ბიძინას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 12 ივნისს ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებში ერთიანი პროპორციული სიით გამოსვლა შესთავაზა.
მიხელ სააკაშვილის 9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ.