
გაზაფხულზე სასწავლო პროცესს ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო ათასობით მოსწავლე და სტუდენტი გამოეთიშა. იუნისეფის მონაცემებით საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი. მთავრობამ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დახარჯა სხვადასხვა დახმარებების სახით, მაგრამ მოსწავლეების და სტუდენტების სწავლის ხარისხის და საერთოდ, სწავლაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არაფერი გაკეთებულა.
გაზაფხულის სასწავლო სემესტრის ფორსმაჟორში ჩატარებას ყველა გაგებით მოეკიდა. სტუდენტების გარდა მოლოდინი რომ განათლების სამინისტრო შემოდგომის სემესტრს უფრო მომზადებული შეხვდებოდა და რაიმე გეგმას შეიმუშავებდა არასამთავრობო სექტორსაც ჰქონდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია WORLD VISION- მა, იმის გამო რომ დისტანციურ სწავლებას ბევრი მოსწავლე უსახსრობის გამო გამოეთიშა, მრავალშვილიან ოჯახებს კომპიუტერები გადასცა. როდესაც დაინახეს რომ სამინისტრო პანდემიის მეორე ტალღის მოახლოებას მოუმზადებელი ხვდებოდა და სკოლებისთვის არანაირი ახალი სასწავლო გეგმის შემუშავებას არ აპირებდნენ გადაწყვიტეს რეკომენდაციები თავად მოემზადებინათ.
განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების ჯგუფმა სამინისტროს გამზადებული პროექტი რამდენიმე დღის წინ გადასცა. ახლა სამინისტროს მხოლოდ მისი სკოლების დირექტორებისთვის დაგზავნა ევალება. თუმცა მთელი ზაფხული უმოქმედობაში დაიკარგა და უკვე დაწყებული სასწავლო პროცესის დროს ეს დახმარებაც დაგვიანებულია
მაღალი კლასის მოსწავლეების სახლში დატოვებას და მათთვის სასკოლო პროცესის კვლავ დისტანციურად გაგრძელებას უარყოფითად აფასებენ ფსიქოლოგებიც. ამ ასაკის ბავშვების სოციალიზაციის კლასებში სიარული რომ აუცილებელია, ყველაზე უკეთ იციან სპეციალისტებმა.
გარდაუვალი მეორე ტალღის მოლოდინში მთავრობამ ვერც სპეციალისტების რეკომენდაციით შეეძლო რაიმე გამოსავალი მოეძებნა.
ახლა როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, მოსახლეობის პროტესტის გამო იძულებულია, მკაცრი შეზღუდვები აღარ დააწესოს, მთავარი დარტყმა სკოლის მოსწავლეებს მიადგათ, რომელთა განათლებაც ჯერ კიდევ დაუხვეწავი და გაუმართავი ონლაინსწავლის იმედად რჩება.
ავტორი: ნინო ჟვანია