მედია: ბოლნისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ბოლნისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაპირისპირება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დალარსა და დარვაზში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა. შემთხვევა 24 ნოემბერს საღამოს, სოფელ დალარში მოხდა.

მედიის ცნობით, დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი