მკვლელობა გლდანში | საკუთარ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

თბილისში ქალის ცხედარი იპოვეს. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, სავარაუდოდ, ნაჯახით აქვს მიყენებული. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

ცხედარი მეზობლებმა ქალის საცხოვრებელ სახლში, გლდანში, რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ იპოვეს. პოლიცია მოკლულის შვილმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც დედას ვერ დაუკავშირდა.

მოკლული მოვაჭრე იყო და რამდენიმე ობიექტი ჰქონდა გაქირავებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი