იარაღებზე, რომელიც იოსებ ბაბაევის საქმეში მთავარ ნივთმტკიცებად დევს, მისი ანაბეჭდები არ ამოვიდა

გამოქვეყნდა:

იოსებ ბაბაევის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა იმ იარაღებზე, რომელიც ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეში მთავარ ნივთმტკიცებად დევს. ხმაურიან საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება, სადაც მოწმის სტატუსით, ამჯერად ექსპერტი და გამომძიებელი გამოკითხეს. 

"დღეს მორიგი პროცესი იყო, როდესაც ხდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამ შემთხვევაში, იყო ექსპერტი-დაქტილოსკოპი, რომელმაც დაადასტურა, რომ ამოღებულ იარაღებზე არ იყო იოსებ ბაბაევის თითის ანაბეჭდები, შესაბამისად, ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ მას შემხებლობა ამ იარაღებთან არ ჰქონია და ლოგიკურია, რომ მას ეს იარაღები ჩაუდეს" - ამბობს ბაბაევის ადვოკატი  ლექსო მერებაშვილი

სასამართლო სხდომა ბაბაევმა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან როგორც თავად ამბობს, პოლიციელმა ბადრი ნაზარაშვილმა დანაშაული დაფარა. კერძოდ, მან პროცესზე იცრუა და არ თქვა, რომ დაკავების შემდეგ, სამხარეო პოლიციაში სასტიკად გაუსწორდნენ.  ბაბაევის თქმითვე, ექსპერტმა ის ფაქტი, რომ იარაღზე ანაბეჭდები არ ამოვიდა, "ჩვეულებრივ მოვლენად" შეაფასა:

"ექსპერტი, რომელმაც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა გააკეთა ანაბეჭდებზე, რომელიც დაარიგეს წინასწარ პროკურატურაში და ათქმევინეს აბსურდი, თითქოს იარაღებზე ხშირ შემთხვევაში არ ამოდის კვალიო. ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ჩემი კვალი არ არის მაგ იარაღებზე მაგის სიტყვებით. იმაზე არ ამახვილებენ ყურადღებას რომ ანაბეჭდები რომ არ ამოვიდა ე.ი. ის იარაღები ჩემი არ არის და ამას უნდა შეეგუონ... " ამბობს ბაბაევი. 

იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს და პოლიციელებმა ჯგუფურად სცემეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენს და სამოქალაქო აქტივისტს როგორც თავად ამბობს, სამართალდამცველებმა “მაკაროვი” და “კალაშნიკოვი” ჩაუდეს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი