17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-სთან გზის გადაკეტვისთვის, 11 ადამიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს. მათი საქმე გაერთიანებულია და მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს. მოქალაქეებს გვიან ღამით დაურეკეს და გამოკითხვაზე დაიბარეს. მათთ შსს მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავება.
გარდა 17 ნოემბრის აქციის მონაწილეებისა, საქალაქოში დაბარებულები არიან 10 ნოემბერს, ჯგუფ "დაიტოვეს" ორგანიზებული აქციის მონაწილეებიც. მათ შსს სანაპიროზე გზის გადაკეტვას ედავება.