სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა ვანო გომურაშვილი, რომელიც 16 ნოემბერს, ცესკოსთან გამართული პროტესტის მონაწილეა. გამოძიება მას პოლიციელის დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებოდა. ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, მოსამართლემ მაინც შსს-ს მოთხოვნა გაითვალისწინა.
საქალაქო სასამართლოში პარალელურად კიდევ ორი პროცესი მიმდინარეობდა. 10 და 17 ნოემბრის აქციებზე გზის გადაკეტვისთვის, აქციის მონაწილეები 500-500 ლარით დააჯარიმეს.
საქალაქო სასამართლოში დღეს დილის 10 საათიდან მიმდინარეობდა აქციების მონაწილეები სასამართლო პროცესები. ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. პროცესები 10 და 17 ნოემბრის აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ხვალ და ზეგაც გაგრძელდება.