
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში covid 19-ის ტესტი 216 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან კორონავირუსი 41 პირს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში covid 19-ით ინფიცირებულ 1286 ადამიანს მკურნალობენ, მათგან გამოჯანმრთელდა 396; 9 პაციენტი კი გარდაცვლილია.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი. გარდაიცვალა 1.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.