პირველად 100 წელიწადში რიოს კარნავალი გადაიდო

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის დადასტურებული შეთხვევების სწრაფი ზრდის გამო, ბრაზილიაში - პირველად 100 წელიწადში - რიოს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

რიო-დე-ჟანეიროს სამბას სკოლის პრეზიდენტის თქმით, კოვიდპანდემიის პირობებში სამბას სკოლები მომზადებას ვერ ასწრებენ თებერვლამდე - კარნავალის ტრადიციულ თარიღამდე. 

ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწევა მცირე ზომის ღონისძიებებს, რომლებიც კარნავალის პერიოდში რიოს თითქმის ყველაზე ქუჩაზე იმართება.

აქვე, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მსოფლიოს მასშტაბით და მასში ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს. კარნავალი პირველად 1723 წელს ჩატარდა, ბოლოს კი 1912 წელს გადაიდო, როდესაც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი გარდაიცვალა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი