სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება მოხდება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იქნება ექსტრადირებული. 

დღევანდელ პროცესზე სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა. სხდომას ესწრებოდა თავად დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც თითქმის, ორი თვეა, შიმშილობს და ამის გამო ის დღევანდელ სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ეტლით მიიყვანეს.

აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორი საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა. პოლიციამ ის 3 აგვისტოს დააკავა და მას შემდეგ  გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. აფგან სადიგოვმა 21 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში, შიმშილობა დაიწყო. 

სადიგოვი, მისი ადვოკატი და ოჯახი შიშობს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემდეგ, ჟურნალისტის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

[ფოტო IPN]

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი