საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 294 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 87 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 5 254;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 906;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 28
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 674
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა

აქვე, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი, ხოლო დაიღუპა 900 000-ზე მეტი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი