თბილისის საქალაქო სასამართლოში 28-29 ნოემბრის აქციებზე დაკავებული 12 ადამიანის პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 28-29 ნოემბრის აქციებზე, რუსთაველის გამზირზე, დაკავებული 12 ადამიანის პროცესი მიმდინარეობს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. 

აქტივისტები ჰყვებიან, რომ პოლიციელებმა დაკავებისას მათზე ფიზიკურად იძალადეს. მათ სახისა და ტანის არეში დაზიანებები აღენიშნებათ. 

მოსამართლე ზვიად ცეკვავა თითო დაკავებულზე, თითო მოწმის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების ჩვენებას დაეყრდნობა. ადვოკატებმა ორი შუამდგომლობა დააყენეს: ერთი პროცესის გადადების და მეორე მოსამართლის აცილების, ვინაიდან იურისტების თქმით, ზვიად ცეკვავა მიკერძოებულია და სასამართლო კლანთან აქვს კავშირები, თუმცა არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. 

"ზვიად ცეკვავას სურს მტკიცებულებების გარეშე, არც დებს სასამართლო პროცესებს და სურს რომ ამ ადამიანების სასამართლო პროცესი განიხილოს. ჩვენ დაცვის მხარემ დავაყენეთ, აცილება მისი, რადგან არ დაგვიკმაყოფილა არცერთი შუამდგომლობა, როდესაც ჩვენ ვითხოვდით, რომ მტკიცებულებები სრულად გამოკვლეულიყო. 100%-ით ამ ადამიანმა ყველა დაზარალებული ადამიანი, ნაცემი ადამიანი ცნო სამართალდამრღვევებად და დღეს ის ადამიანები, რომლებიც არ არიან სასამართლო პროცესებზე, არიან საავადმყოფოში იმ ადამიანის სამართალდამრღვევად ცნობაც უნდა," - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელიაძემ. 

გუშინ და დღეს საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტები კი კვლავ დროებითი მოთავსების იზოლატორებში რჩებიან და სასამართლო პროცესებს ელოდებიან.

შსს-ს ინფორმაციით, დღეს გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე 50 პირი დააკავეს, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მათგან 10 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

 

მთავარი შაბათს | 01.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი