შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე წყლის ჭავლის მანქანის დაზიანების გამო, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ პოლიციელის მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა.
შსს-მ 1987 წელს დაბადებული თ.ზ. პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი", - წერია შსს-ს განცხადებაში.