
თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც. საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.
დაცვის მხარემ მოსამართლეს პროცესის გონივრული ვადით გადადების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ივანიშვილის შსს-მ პროცესზე მტკიცებულებად "რუსთავი- 2"- ის კადრები წარადგინა, სწორედ ამიტომ მოითხოვა დაცვის მხარემ დრო, სხვა მტკიცებულებების წარსადგენად და გასაცნობად. დაცვამ ასევე დააყენა შუამდგომლობა, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა, იყო თუ არა კადრები დამონტაჟებული, მოსამართლემ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამ ეტაპზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრები, ახლობლები და პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა პარტიებიდან.