
დღეს დილით თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს 20 წლის ლუკა ჯაბუა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ჯაბუა დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
ადვოკატის განცხადებით, ახალგაზრდა დილის 6 საათზე აიყვანეს იქამდე კი მის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული.
"20 წლის ბიჭია დაკავებული, რომელიც ფაქტობრივად ახლა შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში, სრულწლოვანი გახდა 2 წლის წინ და ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზეა საუბარი იმიტომ, რომ როგორც თვითონ ამბობს, აქციაზე იყო ნამდვილად, ოღონდ თავის მეგობრებთან ერთად, მშვიდობიანი პროტესტის რეჟიმში, უკანა ფლანგზე აპროტესტებდა. სავარაუდოდ ბრალის წაყენების დღეს და ხვალინდელი დღე მთლიანად ექნება ბრალდების მხარეს" ამბობს 20 წლის ბიჭის ადვოკატი.